Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა

ტაქსას ბრენდი აგრძელებს გაფართოებას საქართველოში - ევროპისა და აზიის გასაყარზე.

2023 წელს ბათუმში პირველი მაღაზიის გახსნის შემდეგ, Harmont & Blaine-მა საქართველოში მეორე მაღაზია თბილისში გახსნა. მაღაზია ჭავჭავაძის გამზირზე №50-ში მდებარეობს - პრესტიჟულ უბანში, სადაც არაერთი პრემიუმ მოდის ბუტიკია განთავსებული.

მაღაზიის ინტერიერი შთაგონებული ბრენდის იტალიური ფესვებით და ხმელთაშუა ზღვის წარმომავლობით, გადმოსცემს სტილის პოზიტიურ განწყობას, რომელიც სცდება პროდუქციის ფარგლებს და სიმსუბუქისა და სიცოცხლის განცდას იწვევს.

მაღაზია განთავსებულია 80 კვადრატული მეტრის სივრცეში და ასახავს Harmont & Blaine-ის ფერად ესთეტიკას, რომელიც გამოხატულია ზედმიწევნით შერჩეული მშვიდი ტონალობების, ხის ფაქტურისა და თანამედროვე ლედ განათებების შერწყმაში.

მომხმარებლები და სტუმრები აღმოაჩენენ 2025 წლის გაზაფხული-ზაფხულის მამაკაცებისა და ქალბატონების ახალ კოლექციას Summer Euphoria, რომელიც წარმოდგენილია ჩანთების, ფეხსაცმლის და აქსესუარების სახით. კოლექცია შთაგონებულია ზღვის სიყვარულით და მზიანი ზღვისპირა სანაპიროებით — ამალფის სანაპიროდან მაიამის ოქროსფერ პლაჟებამდე.

სიგრილე, სიმსუბუქე და ფერები განსაზღვრავს ამ უნიკალური კოლექციის ესთეტიურ მხარეს, რომელიც გადმოგვცემს პოზიტიურ და სიცოცხლით სავსე ემოციებს, შთაგონებულია წყლის ბრჭყვიალა ანარეკლით, ფერადი ტონალობებით და ქსოვილის განსაკუთრებული ტექნიკით, რაც ბრენდის ხელოვნებისა და რეწვის ფილოსოფიას გამოხატავს.

თბილისში ახალი მაღაზიის გახსნა ბრენდის კავკასიის რეგიონში გაფართოების სტრატეგიის ნაწილია, სოფიაში ექსკლუზიურ სავაჭრო ცენტრში Paradise Center, ათენში Attica City Link-ის უნივერმაღში და Porto Montenegro-ს ელიტურ კომპლექსში, რომელიც ქალაქ ტივატის ყველაზე პოპულარულ კურორტს წარმოადგენს, მაღაზიების გახსნის შემდეგ.

თბილისში Harmont & Blaine-ის მაღაზიის გახსნის ღონისძიებისადმე მიძღვნილ კოქტეილ წვეულებას ესწრებოდნენ ბრენდის მომხმარებლები, მედიის წარმომადგენლები, ცნობილი სახეები და ინფლუენსერები, მათ შორის: რუსა ჩაჩუა, თაკო ჩხეიძე, ჯანეტ ქერდიყოშვილი, ბახვა ბრეგვაძე, ნოე სულაბერიძე, ირაკლი მაქაცარია და გიორგი იაშვილი.

Harmont & Blaine Harmont & Blaine იტალიური კომპანიაა, რომელიც ცნობილია ლოგოტიპში გამოყენებული ტაქსას ვიზუალით. ბრენდი აწარმოებს მაღალი ხარისხის პროდუქციას პრემიუმ სეგმენტისთვის.

კომპანიაში უშუალოდ დასაქმებულია 600-ზე მეტი თანამშრომელი და 1,000-ზე მეტი კონტრაქტორი. კომპანიის სათაო ოფისი ნეაპოლში მდებარეობს. ბრენდი ცნობილია როგორც იტალიაში, ისე საზღვარგარეთ ხმელთაშუა ზღვისპირეთის ცხოვრების სტილის გადმოცემით, რომელიც აისახება ბრენდის კოლექციებში და გამოირჩევა მაღალი ხარისხით. Harmont & Blaine მუდმივი სიახლეების ძიებაშია, რომელიც გამოიხატება შექმნილი კოლექციების ფერებში, ფორმებსა და მასალებში, რაც პასუხობს გლობალური მომხმარებლის მზარდ მოთხოვნებს.

Harmont & Blaine-ს აქვს 99 მონობრენდული მაღაზია, 464 მულტიბრენდული ბუტიკი და 58 მაღაზია სავაჭრო ცენტრებში 34 ქვეყნის მასშტაბით.

🌐 www.harmontblaine.com

(R)

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება
OSZAR »